თბილისში, კორპუსის მეათე სართულიდან სკამი ისროლეს, რომელიც ბავშვს დაეცა - დაკავებულია ერთი პირი
1788282753
„მე გამიცრუვდა იმედები, მისი არ ვიცი“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი გამორიცხავს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას.
„რა დროს პოლიტიკაა, მით უმეტეს ქართული პოლიტიკა, უკრაინის მოქალაქეა. გამორიცხავს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას. შეუძლოდაა, საზღვარგარეთაა გადასაყვანი. არ ვიცი ვინ უდგას გვერდით, მე გამიცრუვდა იმედები, მისი არ ვიცი“, - განაცხადა გიული ალასანიამ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს.