VIDEO: „ჰონორარებს ისევ მივიღებ, არავის საქმე არაა, რამხელა თანხებია" - გოგი ხოშტარია რუსეთიდან ფულად გადარიცხვებზე

xoshtaria

აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემაში ვახო ხუზმიაშვილის "თავისუფალი სივრცე" საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია მის ირგვლივ განვითარებულ სკანდალზე საუბრობს და ამბობს, რომ ის მზადაა, ჰონორარები რუსეთიდან ისევ მიიღოს... 

" დავიწყეთ მე და მანანამ ჰონორარების მიღება. მერე რა მოხდა, რატომ ატყდა ასეთი ამბავი?

- არ აპირებთ გამოაქვეყნოთ ეს ინფორმაცია?

- არაფერსაც არ ვაპირებ. თავის მართლებას არ ვაპირებ. ეს ცნობილია. 25 წელიწადია ეს ხდება.
ისევ მივიღებ, არავის საქმე არ არის რამხელა თანხებია...