მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
"რა ქნას ელენე ხოშტარიამ, უთხრას მამამისს, რომ რუსეთში დატოვოს ეს ქონება და პუტინის რეჟიმს მოხმარდეს?",- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ეს ხომ ელენე ხოშტარიას გამომუშავებული არ არის. ეს ხომ მისი მემკვიდრეობაა, რომელიც სამართლებრივად და მორალურად ერგება მთელს შთამომავლობას“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში, დაახლოებით, 140-დან 150 ათას დოლარამდე, ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ხოშტარიამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.