"მე რუსული წარმომავლობის ფულს ხელს არ მოვკიდებდი" - ალეკო ელისაშვილი ელენე ხოშტარიაზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

"არავის ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ მე ასეთ ფულს, რუსული წარმომავლობის ფულს ხელს არ მოვკიდებდი", - ეს განცხადება "დროას" ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

"კითხვები არის იქ, როცა რაღაც არის დახურული და დამალული. ელენე ხოშტარიას ადგილას ყველაფერს ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რათა ამასთან დაკავშირებით დამატებითი მითქმა-მოთქმა არ ყოფილიყო.

რა ვქნა, ჩემი წინაპრები სულ მატარებლის გამცილებლები იყვნენ. არც სოლიკო ვირსალაძე იყო ჩემი წინაპარი და ჰონორარები არ დამრჩენია. მატარებელს გააცილებდნენ და გამოაცილებდნენ, ორივე პაპა ამით იყო დაკავებული. ერთი საერთოდ შეშას ჭრიდა ბორჯომის ხეობაში და აქ ჰყიდდა, არც მისგან დამრჩენია არაფერი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.