ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩადის

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ის კიევში ჩავა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„ამ პრესკონფერენციის შემდეგ მე კიევში გავემგზავრები, რათა ხვალ პრეზიდენტ ზელენსკისთან გარკვეული ღონისძიებები განვიხილო“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე, რა დროსაც უკრაინისთვის 160 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ევროკავშირმა თანხა უკრაინას ზამთრის ყინვების გადასატანად გამოუყო. ფული ძირითადად დაიხარჯება ახალი თავშესაფრების აგებაზე, გამათბობლების შეძენაზე და ენერგეტიკული ობიექტების რეაბილიტაციაზე.