დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„თუ ქალბატონი პრეზიდენტი 20-ში იქნება ჩვენს აქციაზე, მაშინ მე მზად ვარ, რომ მივიდე მის აქციაზე“ - ასე ეხმაურება აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ მოწოდებას, 20 ივნისის აქციის გადადებასთან დაკავშირებით.
"სამწუხაროა, რომ გაერთიანების ნაცვლად, ქალბატონი პრეზიდენტი ისევ დაყოფას ცდილობს. უკვე გამზადებულ აქციაზე, რომელიც 20 ივნისს უნდა ჩატარდეს და ჩატარდება აუცილებლად, გადაწყვიტა, რომ „ტრიუკით“ შემოსულიყო, ისე, როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილს უყვარს. თუ ქალბატონი პრეზიდენტი ღიად დააფიქსირებს პოზიციას, რომ 20-ში იქნება ჩვენს აქციაზე, მაშინ მე მზად ვარ, რომ მივიდე მის აქციაზე, დავდგე გვერდით და გავაჟღერო ყველა ის მოთხოვნა, რომელიც რეზოლუციით არის გათვალისწინებული“.- ამბობს გიგა მაქარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისს, 20:00 საათზე აქციას "შინ ევროპისკენ" გამართავს.