„ეს იყო ომის საშიშროების წინაშე მდგარი ხელისუფლების მტერი!" - ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილზე

ხოფერია

„ორჯერ მოვუსმინე პრეზიდენტს... იშვიათად გამიგონია პოლიტიკურ ტექსტში ასეთი ღვარძლი, გაბოროტება, დაუნდობლობა და ფაქტების უტრირება. ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი!", - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია გუშინ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაჟღერებულ განცხადებებს.

"ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს და ომის საშიშროების წინაშე მდგარი ხელისუფლების მტერი! ვუსმენდი და თვალწინ მედგა „შაკალი“, რომელიც სისხლის სუნზე სათქვეფელად მიიზლაზნება... თან ეშინია, ვაი თუ ცოცხალი იყოსო. თვალწინ მედგა მშიშარა დაქირავებული მკვლელი, რომელსაც სხვა გზა, გარდა მიპარვით ზურგში დანის ჩარტყმისა არა აქვს... თან კი ხელი უკანკალებს, ვინიცობაა და მსხვერპლი შემოუბრუნდეს. მოკლედ, საზიზღრობა იყო მართლაც და პრეზიდენტის დღევანდელი ბოდვა. ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა, ეს ქალი ხალხის სახელით რომ მანიპულირებდა.

P.S. დღეს გავრცელდა ინტერვიუ ერთ-ერთ ევროპარლამენტართან (მაპატიეთ, სახელი არ მახსოვს), რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას იმის გამო, რომ მასში სხდომის დაწყების წინ მოხდა ივანიშვილის სანქციის პუნქტის ჩამატება. ასე რომ, ქალბატონო სალომე, თქვენი ბოდვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ არ იმუშავა, ისეთივე აბსურდია, როგორც ყველა სხვა თქვენი "პატრიოტული" სენტიმენტი... ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში...“ - წერს ხოფერია facebook- ზე.