პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„აქ დგას ქვეყნის ინტერესები. აქ არ არის, ვინ ვის სჯობია, ვინ უფრო მაგარი ბიჭია, ან ვინ უფრო პატრიოტია. აქ არის ქვეყნის იმიჯზე საუბარი. თუ რუსეთს სიმხდალე ვნახეთ ამ საკითხებში, ხვალ რუსეთი გაგვიბედავს უფრო მეტს და გააკეთებს უფრო მეტს",- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ამიტომ აუცილებელია, „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს საღი აზრის ლოგიკას, ჩაიწეროს ტექსტში მინიმალური, რაც არის რეალობა, რეალობას გაუსწორონ თვალი და არ იყვნენ სირაქლემას პოზიციაში და ასე მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია, რადგან საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ვიღებთ ჩვენ დღეს და არა „ქართული ოცნების“ რეზოლუციას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.