Puff Daddy-ის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა

Puff Daddy

Puff Daddy-ის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა. თავდაპირველი განაჩენით, ამერიკელი რეპერი ციხიდან 2028 წლის ივნისში უნდა გამოსულიყო, შემდეგ თარიღი 2028 წლის თებერვლამდე შემცირდა. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შონ დიდი ქომბსი ციხიდან 2028 წლის 21 იანვარს გათავისუფლდება.

უცხოური მედიის ცნობით, ის ნიუ-ჯერსის საპატიმროში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. როგორც წყაროები ამბობენ, რეპერი თვეში ათასობით დოლარს ხარჯავს, რათა ისეთი აკრძალული ნივთები შეიძინოს, როგორებიცაა ტელეფონი და ალკოჰოლური სასმელები. Puff Daddy-ის თანამოაზრეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც მის მაგივრად ალაგებენ, სარეცხს რეცხავენ და მუსიკოსს მასაჟსაც კი უკეთებენ.

ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ 2025 წლის ივლისში სასამართლომ ის დამნაშავედ პროსტიტუციის მიზნით ადამიანების ტრანსპორტირების ორ ეპიზოდში ცნო.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by NBC News (@nbcnews)

✕