პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თუ გამართლდა, რომ მართლა უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, მაშინ რა რეაქცია გექნებათ?“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მისი, დიმიტრი ხუნდაძისა და სოზარ სუბარის მიერ გამოქვეყნებულ წერილებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანისუსის“ გადაცემაში აღნიშნა, ამერიკის ელჩს მხოლოდ კითხვებით მიმართეს და არანაირ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.
"არ მესმის, საიდან მოდის ეს ნარატივი და სიტყვა „თავდასხმას“, რატომ იყენებენ ხშირად, ეს მოდის რიგი ოპოზიციონერების მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კრიტიკული კითხვები არის თავდასხმა ელჩზე. ვერ ვნახე ვერცერთი ექსპერტის შეფასება, რომელიც ჩვენს წერილს აფასებს თავდასხმად, ორმაგი სტანდარტი უნდა დასრულდეს საქართველოში და შეფასებები ისე უნდა გაკეთდეს, როგორც რეალობაშია. პირველი წერილის შემდეგ ვერ მივიღეთ პასუხი და სამწუხაროდ, ელჩის მხრიდან იყო უდიერი დამოკიდებულება ჩვენს კითხვებთან დაკავშირებით. შეიძლება დღეს ამის აღქმა რთულია, თუმცა საზოგადოებას კარგად ესმის რაზეც გვაქვს საუბარი, ჩვენი კითხვები საზოგადოების კითხვებიც არის. ელჩს მივმართავთ კითხვებით, აქ არავითარი თავდასხმა არ ყოფილა, დიპლომატიური პასუხი არ არის, როდესაც კონსპირაციებზე საუბრობს.
დამისახელეთ ერთი ოპოზიციონერი რომელიც გაემიჯნა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნას და ომში ჩართვას. ჩემი პირველი გაღიზიანება და წერილის დაწერის სურვილი მაშინ გაჩნდა, როდესაც ქალბატონი დეგნანი გამოვიდა და თქვა ვინც ფიქრობს, რომ აშშ-ს უნდა მეორე ფრონტის გახსნა, „ეფესბეს“ ნარატივს ანვითარებსო, თუ უნდათ პირდაპირ გვითხრან - კარგი იქნება თქვენც თუ დაიწყებთ ომს და გვერდში დაუდგებით უკრაინასო, მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი და ვუთხრათ, რომ არ გვიღირს, ამას არ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურდება.
თუ გამართლდა, რომ მართლა უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, მაშინ რა რეაქცია გექნებათ? ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვითარდებოდა. გავემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ რომელიც ამაზე ვერ საუბრობდა, ეს საშიშროება ღიად დავინახეთ. კიდევ რაღაცებს ვუფრთხილდებით და ვსაუბრობთ ჩვენს საზოგადოებასთან, საშიშროება ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა მოქმედებდე, ჯერ არის ეროვნული ინტერესი, შემდეგ სხვა ქვეყნის ინტერესი, თუ ელჩი“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.