ცოტნე ანანიძე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რეფორმები უკრაინაში ჩანს თვალნათლივ, მათ შორის, კორუფციის ნაწილში

ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.

„ნაცებში - უცხო ქვეყნის მოქალაქე რეფორმების საბჭოს ქმნის. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რეფორმები უკრაინაში ჩანს თვალნათლივ, მათ შორის, კორუფციის ნაწილში“, - წერს ანანიძე.