ცხინვალის რეგიონში უკანონო ხელისუფლებამ, რა არჩევნები და რეფერენდუმიც არ უნდა ჩაატაროს, არაკანონიერი იქნება - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

„ცხინვალის რეგიონში უკანონო ხელისუფლებამ, რა არჩევნები და რეფერენდუმიც არ უნდა ჩაატაროს, ბუნებრივია, ეს იქნება არაკანონიერი",- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

"საზოგადოებას კიდევ უნდა შევახსენოთ, რომ გარე და შიდა ექსპერტები ამას აფასებენ, როგორც ანატოლი ბიბილოვის პირადი კამპანიის შემადგენელი ნაწილად. ასე, რომ ამ პროცესს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებზე“ 20.00 საათისთვის „ამომრჩეველთა აქტივობამ“ 82.07 პროცენტი შეადგინა.