ბავშვის ამ სათამაშომ მსოფლიო შეძრა, ის გაეროში ნაცისტური რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებად გაიგზავნება - უკრაინის პოლიცია

 bomb

სისხლიანი სათამაშო კრამატორსკიდან გაეროში ოკუპანტების დანაშაულის მტკიცებულებად გადაიგზავნება - ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა YNIAN Telegram არხზე ავრცელებს. 

როგორც უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოლექსი ბელოშიცკიმ განაცხადა, ბავშვის სისხლიანი სათამაშო მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული. 

" ამ საბავშვო სათამაშოს ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა.

ის კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რასისტული საზიზღარი რეჟიმის მიერ დატრიალებული საშინელი კატასტროფის სამწუხარო სიმბოლოდ იქცა. ბავშვის ზურგს უკან აფეთქებული რაკეტით ...

ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს სათამაშო ამ მდგომარეობაში დაგვეტოვებინა, ამოვიღეთ, როგორც ნივთმტკიცება და გაეროს წარმომადგენლებს გავუგზავნით, ნაცისტური რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებად“, - წერს ბელოშიცკი.