ტრამპზე თავდასხმას ერთი მოქალაქე და თავად თავდამსხმელი ემსხვერპლა

ტრამპი

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მოკლულია. დაიღუპა ერთ-ერთი მოქალაქეც, რომელიც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების შეხვედრას ესწრებოდა.

დაჭრილია კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. რაც შეეხება თავად ტრამპს, სამართალდამცველების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის თავდასხმის ადგილს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა განარიდეს.

CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის აგენტმა მოკლა.

13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა, ჯერჯერობით უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ტრამპი სახის არეში მსუბუქად დაიჭრა.