როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება - უძველესი ტექნიკა, რომელსაც ბილ გეიტსი იყენებს

ბილ გეიტსი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი, ტექნოლოგიების მაგნატი ბილ გეიტსი, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, უძველეს და ეფექტურ ტექნიკას იყენებს, რომელსაც "მეხსიერების სასახლე" (Memory Palace) ჰქვია. ეს მეთოდი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში წარმოიშვა, ინფორმაციის ორგანიზებისა და დამახსოვრების უნიკალური მეთოდია.

როგორ მუშაობს "მეხსიერების სასახლე"?

ტექნიკა ეფუძნება მეხსიერების დაკავშირებას სივრცესთან. ადამიანი წარმოსახვაში ქმნის ნაცნობ ან სრულიად წარმოსახვით ადგილს – მაგალითად, სახლს, სასახლეს ან ბაღს, ხოლო ამ ადგილის კონკრეტულ წერტილებს უსაბამებს დასამახსოვრებელ ინფორმაციას. მაგალითად, თუ ვაკეთებთ მნიშვნელოვან პრეზენტაციას:

ოთახის კუთხე შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეზენტაციის პირველ ნაწილთან;
მაგიდა შეიძლება ასოცირდებოდეს მნიშვნელოვან ციფრებთან;
ხოლო კიბე შეიძლება აღნიშნავდეს ნაბიჯების თანმიმდევრობას.

როდესაც საჭირო ხდება ინფორმაციის გახსენება, ადამიანი მენტალურად "სეირნობს" ამ სივრცეში და თანმიმდევრობით იხსენებს მის თითოეულ დეტალს.

როგორ იყენებს ამ ტექნიკას ბილ გეიტსი?

გეიტსი აღნიშნულ ტექნიკას იდეების გასამარტივებლად და რთული საკითხების დასალაგებლად იყენებს. ის ქმნის "მენტალურ სასახლეს", სადაც თითოეული ინფორმაცია მისთვის ნაცნობ ობიექტს უკავშირდება. მაგალითად, თუ პრეზენტაციას ამზადებს, პრეზენტაციის თითოეულ ნაწილს განსაზღვრული ოთახი ან ობიექტი შეესაბამება. საჭიროების შემთხვევაში, გეიტსი ამ "მეხსიერების სასახლეში" "დაბრუნებით" მარტივად იხსენებს ყველა მნიშვნელოვან დეტალს.

ამ ტექნიკის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მას შეუძლია დახმარება გამოცდებისთვის მზადების პროცესში, რთული პრეზენტაციების დაგეგმვისას ან ყოველდღიური ამოცანების დასამახსოვრებლად.

დასაწყისისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი სახლი ან სხვა ნაცნობი ადგილი, ხოლო ინფორმაციის რეგულარულად გამეორებით ეს ტექნიკა უფრო მარტივი და ეფექტური გახდება.

წყარო: Marca