+42 გრადუსამდე სიცხე და ძლიერი ნალექები – ზაფხულის ახალი პროგნოზი
1783595552
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაავლო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა მეორე მხრივ, სხვათა უფლებების დაცვას შორის. თქვა, რომ როდესაც საქმე გვაქვს მძიმე შეურაცხყოფასთან, ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ყველანაირი ლეგიტიმური უფლება, პოზიტიური ვალდებულებაც, გაატაროს სათანადო ზომები“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას.სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.
52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1783608491