UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის სკანდალური განაცხადი - რას წერს უცხოური მედია
1781813312
რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ ბრიუსელი ირწმუნება, რომ საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინამ და მოლდოვამ ვალდებულებები შეასრულეს.
„მათ [ევროკავშირის] შეკვეთილ რეიტინგებში პირველ ადგილზე ვართ, ნეიტრალური ორგანიზაციების ჩატარებულ რეიტინგებშიც პირველ ადგილზე ვართ, როცა საქმე ეკონომიკურ პროგნოზებს ეხება, იქაც ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ და საბოლოო ჯამში გვეუბნებიან, რომ მაჩანჩალა ხარ და ისინი [უკრაინა და მოლდოვა] გისწრებენო. ამ უსამართლო დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობა, მაგრამ თანასწორობას რომ თავი დავანებოთ, სამართლიანობის ელემენტები მაინც შეიტანონ ამ ურთიერთობაში. ერთადერთი, რაც ადარდებთ საქართველოში არის ის, რომ აღმოგვაჩნდა „სითავხედე“, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა დავიწყეთ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.