პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულმა ზუგდიდელმა აქტივისტმა შალვა ესართიამ ბრალი აღიარა და საპატიმრო დატოვა

პოლიცია

პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მან ბრალი აღიარა და საპატიმრო დაწესებულება დატოვა. საპროცესო შეთანხმება მასთან ერთწლიანი პირობითი მსჯავრით გაფორმდა.