UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის სკანდალური განაცხადი - რას წერს უცხოური მედია
1781813312
მომღერალი ნათია ზარანდია ავარიაში მოჰყვა.
ავტომობილის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტიდან ბრუნდებოდნენ.
მომღერლის ინფორმაციით, ავარიის შედეგად სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არავის მიუღია.
„უამრავი მესიჯი შემომივიდა პირადში, თუ რა მოხდა გუშინწინ. რამდენიმე საათის წინ დავდე ვიდეო და გაუჩნდა ხალხს ინტერესი და კითხვები. ტელევიზიებიდანაც კი შემომივიდა ზარები, ამიტომ დავდებ ფოტოს და მიხვდებით, თუ რას გადავურჩი. უფრო სწორად, გადავურჩით! აქვე დავწერ, რომ ჩვენი ბრალი არ იყო, დაგვეჯახნენ, როცა ჩემი კონცერტიდან ვბრუნდებოდით…
უფლის წყალობით ყველანი კარგად ვართ“, - წერს ნათია ზარანდია სოციალურ ქსელში.