სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი

ალან გაგლოევი

„სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას“,- ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა.

„მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას. სხვა საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია ბრძანების გამოცემა რეფერeნდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით და მისი ჩატარების ფორსირება“,- განაცხადა გაგლოევმა.