„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
ცნობილი უკრაინული საფოსტო მარკის შეძენა უკრაინელ მომხმარებელს კვლავ შეუძლია. საფოსტო მარკაზე რუსული გემის „მასკვას“ ჩაძირვის სცენაა აღბეჭდილი, რომელსაც უკრაინელი სამხედრო სიმბოლური ჟესტით ემშვიდობება.
თავდაპირველად საფოსტო მარკა მცირე ტირაჟით დაიბეჭდა, თუმცა მასზე მაღალი მოთხოვნის გამო უკრაინის ფოსტამ მისი გამოშვება რამდენჯერმე განაახლა.
ცნობისთვის, ეს ის გემია რომელიც კუნძულ „ზმეინზე“ სამხედრომ ომის დაწყებისას „ცნობილ მისამართზე “გაუშვა. მოგვიანებით კი გემი ჩაიძრა.
ამჯერად, კი უკრაინის ფოსტამ ახალი მარკის გამოშვება გადაწყვიტა, მისი დიზაინის შერჩევაში მონაწილეობას უკრაინელები მიიღებენ, მათ ხმა დიზაინს სპეციალურად შერჩეულ გვერდზე უნდა მისცენ. ხმის მიცემის პროცედურა 21 მაისს შეწყდება, 22 მაისს კი ცნობილი გახდება ომის თემატიკაზე გამოშვებული მეორე მარკის დიზაინიც.