ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი სოზარ სუბარი, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ვიზიტით იმყოფოდა, ჩინეთთან ურთიერთობის მნიშვნელობას აფასებს.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების განვითარება იქნება ძალიან კარგი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. ვიზიტი დღეს დასრულდა. პაპუაშვილმა ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც საუბრის მთავარი თემა ურთიერთობების გაღრმავება იყო.