შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

კოვიდპასპორტი

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა კოვიდსერტიფიკატებს შვეიცარია აღიარებს.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე https://bit.ly/3FH2ZW6 “, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება მოგზაურებს აფრთხილებს, რომ შვეიცარიაში ჩასვლისას, კოვიდპასპორტთან ერთად, სავალდებულოდ რჩება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.