შემთხვევითი არაა, რომ 12 წლის შემდეგ, მეოთხე მანდატი ღირსეულად მოვიპოვეთ - ეს იყო ჩვენი გუნდის ღირსეული გამარჯვება ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით - ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი

შემთხვევითი არაა, რომ 12 წლის შემდეგ, მეოთხე მანდატი ღირსეულად მოვიპოვეთ - ეს იყო ჩვენი გუნდის ღირსეული გამარჯვება ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მე მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, ძალიან მაგარ ხალხს მადლობა გადავუხადო. გულწრფელი მადლობა იმიტომ, რომ 12 წლის მმართველობის შემდეგ ამხელა ნდობის დადასტურება არის ძალიან დიდი პატივი ჩვენთვის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა და მე კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო. ეს მართლაც არის შემთხვევითი, რომ 12 წლის შემდეგ, მეოთხე მანდატი ღირსეულად მოვიპოვეთ. ეს იყო ჩვენი გუნდის, ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით ღირსეული გამარჯვება. ეს იყო უთანასწორო ბრძოლაც, ბევრი უსამართლობა, სიცრუე, ტყუილი მომდინარეობდა არაერთი მხრიდან. მადლობა ჩვენს ხალხს, მხარდამჭერებს. გაუმარჯოს „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53 პროცენტამდე გაიზარდა.