შალვა პაპუაშვილი: ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში

შალვა პაპუაშვილი

ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა. ამას ვაკვირდებით დღეს ოპოზიციის აგენტურულ ჯგუფებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის პროცესი, რაც ოპოზიციაში მიდის, მათი ქსელების მთლიანი ლუსტრაციაა, თუ როგორ მუშაობს გარედან პოლიტიკური დაკვეთა.

„ოპოზიციაში ბრძოლის მთავარი მოტივაციაა, თავის მოწონება დავალებების მიმცემისთვის. ეს არის კონფლიქტის მთავარი საფუძველი, რაც კი არსებობს დღეს ამ აგენტურულ ჯგუფებში. უნდა დავაკვირდეთ ერთმანეთის მხილებას, ერთმანეთის „დაჭმას“. ჩვენთვის მხოლოდ სასიამოვნო საყურებელია. ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა. ამას ვაკვირდებით დღეს ამ აგენტურულ ჯგუფებში. მათი ქსელების მთლიანი ლუსტრაცია ხდება, თუ როგორ მუშაობს გარედან პოლიტიკური დაკვეთა, რაც ქვეყნის შიგნით აზარალებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.