ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამის - „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანების პროცესს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, ხე-მცენარეები, დღეს N44-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძესთან ერთად მიიღეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი მწვანე სივრცეები იმ არეალებში შევქმნათ, სადაც ბევრი ბავშვი და მოზარდი იყრის თავს. დღეს, ჩვენს პატარებთან ერთად, N44 საბავშვო ბაღის ეზოში რამდენიმე ათეული ნერგი დავრგეთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ძალიან საჭირო ეკოლოგიური პროექტისთვის, რომელსაც ჩვენს ქალაქში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ბაღის ტერიტორიაზე ხეების დარგის პროცესში, რუსთავის მერიის პროექტის - „პატარა რუსთაველი მებაღე“ ფარგლებში, ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებიც ჩაერთნენ.
,,მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის" პროგრამის ფარგლებში დღეს ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთად, N44 საბავშვო ბაღის ტერიტორია გავამწვანეთ. მისასალმებელია, რომ ბავშვები ამ ასაკიდანვე სწავლობენ გარემოზე ზრუნვას და საკუთარი წვლილი შეაქვთ ამ პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ პროექტისთვის, რადგან რუსთავისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა ინიციატივა, რომელიც ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესებას ემსახურება”, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.
N44 ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა.
მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის განხორციელება, მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავიდან დაიწყო. საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პარალელურად, სხვადასხვა სახეობის 500-მდე ძირი ხე-მცენარე დაირგო ქალაქის შემოსასვლელში, 500 კი #31-ე საბავშვო ბაღის ეზოში.
პროგრამა სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას, გზაგამყოფი ზოლებისა თუ სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტურ მოწყობას და მუნიციპალიტეტებში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.