საქართველოში არჩევნების პერიოდში მუდმივად ხდება ძალიან ბინძური თემებითა და ხერხებით არჩევნების არევ-დარევა - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი დარჩო ხეჩუშვილის დაკავებას ეხმაურება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში არჩევნების წინ ხშირია დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობები.

„საქართველოში არჩევნების პერიოდში მუდმივად ხდება ძალიან ბინძური თემებითა და ხერხებით არჩევნების არევ-დარევა. გამორიცხული ახლაც არაფერია, რომ მსგავსი პროვოკაციები არის დაგეგმილი, ამას იტყვის გამოძიება, მე ვერ შევაფასებ წინასწარ რა მიზნებით ხდებოდა მის მიერ ეს უკანონო ქმედება“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული დააკავა. ის კუდის ყოფილი თანამშრომელი დარჩო ხეჩუაშვილია. მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წელს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.