საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონტენეგროში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონტენეგროში შეხვედრები გამართა

მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა მონტენეგროს პარლამენტის საგარეო კომიტეტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ხელმძღვანელებთან და წევრებთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე ისაუბრეს ორ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწევებზე. დაისახა კონკრეტული გეგმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციასა და ინფორმაციის რეგულარულ გაცვლაზე.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში არიან: მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.