ასტროლოგებმა 2024 წლის ივლისის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს, როცა ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ჰოროსკოპი

ასტროლოგები ზაფხულის მეორე თვეს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და ცხელ პერიოდს უწოდებენ, როდესაც შესაძლოა, იმპულსური გადაწყვეტილებები უფრო ხშირად მივიღოთ და გეგმას გადავუხვიოთ. 1-ელ ივლისს მთვარე ცეცხლის ნიშანში - ვერძში გადავიდა. მთვარე ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს მართავს. ამიტომაც, როდესაც ის ცეცხლის ნიშანშია და ამავდროულად, ვერძი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი და პრინციპული ნიშანიცაა, გავლენას ყველა ადამიანი იგრძნობს. შესაძლოა, ემოციების გაკონტროლება განსაკუთრებით გაგვიჭირდეს, ენერგია და მოტივაციაც დავკარგოთ. ამიტომაც, 2024 წლის ივლისის პირველი დღეები შესაძლოა, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების დალაგების კუთხით არც ისე ხელსაყრელი აღმოჩნდეს და პირიქით, უარყოფითი შედეგიც მოგვცეს.

2024 წლის 13 ივლისს პლანეტა მარსი ვერძის ნიშანში გადადის. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს კამათის, ჩხუბის, დაზიანებების, უბედური შემთხვევების რისკი იზრდება და ამიტომაც, ჯობს, უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ.. ვრცლად