დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჯადო

თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და თავისი ჩვევები და ხასიათი აქვს. მაგრამ რაც არ უნდა ფოლადის ნერვებითა და რკინისებრი ხასიათით გამოირჩეოდეს, ის მაინც შეიძლება აღმოჩნდეს მაგიური რიტუალის მსხვერპლი. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი მეტად დაუცველია მაგიური ზეგავლენისგან, ხოლო ზოგი – ნაკლებად.

საუკეთესო საშუალება ბოროტი ადამიანების მაგიური გავლენის მცდელობებისგან თავდასაცავად მაინც ლოცვაა, ტაძარში სიარული, სიკეთის ქმნა და ა. შ.

კირჩხიბი, მორიელი, თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები მეტად დაუცველი არიან მაგიისგან. აქვთ შთაბეჭდილებებზე დამოკიდებული ხასიათი, ხშირად ეცვლებათ განწყობა, არიან ემოციური და ძლიერ მგრძნობიარე. მაგიური რიტუალების სამიზნე უფრო მამაკაცები არიან.

რაც შეეხება ქალთა სქესს, მათ თავიანთი მომაჯადოებლობით თავისუფლად შეუძლიათ შერჩეული ობიექტის ჭკუიდან გადაყვანა. ამიტომ ამ ნიშნების ქალებთან ყურადღებით ყოფნაა საჭირო და მათი შარმის პროვოკაციაზე წამოგებისგან თავის არიდება. როგორც ამბობენ, მამაკაცებმა ამისგან თავდასაცავად ჯიბით გამოკვანძული ცხვირსახოცი, ხოლო ქალებმა – ნებისმიერი ცხოველის თილისმა უნდა ატარონ.

ტყუპი, სასწორი, მერწყული

ამ ნიშნების წარმომადგენლები ნაკლებად ექცევიან მაგიური რიტუალების ქვეშ და ნაკლებად გრძნობენ ამის გავლენას საკუთარ თავზე. მათზე ასევე მოქმედებს ენერგეტიკული ვამპირიზმი და შესაძლებელია, მოულოდნელი მაგიური დარტყმა მიიღონ. ენერგეტიკული შეტევისგან სწრაფად გაცლაში მათ საყვარელი საქმიანობა ან დიდი ხნით სრულფასოვანი ძილი დაეხმარება. ნახეთ სრულად