"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით გაზრდილია საუბრის ინტენსივობა როგორც აშშ-დან, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან.
ჯაფარიძის თქმით, სანქციები აუცილებლად იქნება, თუმცა როდის, ამაზე ინფორმაცია არავის აქვს.
„ყველა ხედავს, რომ სანქციებთან დაკავშირებით გაზრდილია საუბრების ინტენსივობა როგორც აშშ-დან, ისე ევროკავშირის წევრი ქევყნებისგან. ასევე კანადა იწყებს უკვე ლაპარაკს სანქციებზე. წარმოუდგენელი ამბავია, კანადას აქ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობაც არ აქვს და კანადის ელჩი ჩამოსულია, რომ გაარკვიოს, რა ხდება. სანქციები იქნება, მაგრამ როდის იქნება, რა მასშტაბის, ვის შეეხება, ამაზე ინფორმაცია არ აქვს არავის, დეტალები არ არსებობს, რაც არის გასაგები. მათ შორის ბლინკენის განცხადებაში ჩანდა, რომ სანქციები იქნება მალე. ეს იქნება დღეს რომ გათენდება ამერიკაში, თუ ორ დღეში, სამ დღეში, არავინ იცის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. როგორც ჩანს, არა მხოლოდ მგზავრობაზე შეზღუდვები იქნება, არამედ ფინანსური სანქციებიც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.