მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციების გაცვლა, რაც მოგვცემს საშუალებას, გადავტვირთოთ ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ აშშ-თან ჩვენი ურთიერთობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, მათ შორის, სხვა ქვეყნებისთვისაც, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც პრემიერ-მინისტრთან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია.
„ასეთი ტიპის დიალოგი, როგორიც დღეს იყო ბიზნესთან, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების დეესკალაცია. ჩვენ გვინდა, პროცესი დასტაბილურდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რიტმს. ამის ერთადერთი გამოსავალია დიალოგი და საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთი ხარისხის შემცირება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.