1734978582
"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
"ქართული ხმების" სოლისტი, მეორე ხმა - ზურა ბაკურაძე 23 დეკემბერს 46 წლის გახდებოდა.
"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი. ზურიკუნა 46" - წერს მომღერლის მეუღლე, ნათია კობახიძე.
ზურა სამი წლის წინ ივნისში მშობლიურ რაჭაში ტრაგიკულად გარდაიცვალა...
"ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?
მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი" - წერდა მომღერლის ცოლი სოციალურ ქსელში.
მამის გარდაცვალების შემდეგ, ზურას უფროსი ქალიშვილი, ანნა ბაკურაძე საჯაროდ სწორედ "პრაიმტაიმთან" იტყვის, რომ მამა ხშირად სტუმრობს სიზმრად.
"მამას სიზმრად ძალიან ტკბილი ბავშვობიდან ვხედავ. როგორიც მაშინ იყო, ისეთივეა. ბევრს არ მელაპარაკება. თითქოს რაღაცებს მანიშნებს. როდესაც ემოციურად გადავიღლები და გადავიტვირთები, მაშინ მესიზმრება... მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. მის სიახლოვეს სიზმრებით ვგრძნობ. იმედია, ეს კონტაქტი არასდროს გაწყდება..."
2022 წელს ონის მუნიციპალიტეტში, "ონელობის" ფარგლებში ჩატარებული გალა კონცერტი - "შქმერის მთა გადავიარე… ზურა ბაკურაძე" - ვარსკვლავის გახსნით დასრულდა; გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში საზეიმოდ გაიხსნა ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, როგორც პროფესიონალიზმის, ღირსების, ადამიანების სიყვარულისა და საკუთარ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი ძმების სიმბოლო.
P.S. ზურასნაირი ადამიანების ასე უდროოდ წასვლით, მგონია, რომ ღმერთი გვაფხიზლებს, რომ მხოლოდ სულია მთავარი, სიყვარულია მამოძრავებელი და იმ ქვეყნად ვერაფერი მიგვაქვს საკუთარი ნამოქმედარით დამსახურებულის გარდა... ამიტომ მხოლოდ სიყვარულსა და სიკეთეს უნდა ვჩქარობდეთ, მეგობრებო...
ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს
1734978500