„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
1792569779
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობებზე სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პლენუმი სხდომათა დარბაზში დაბრუნდება.
სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი განიხილება. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა პლენუმის სრული შემადგენლობის, ნაწილმა კი ცალკეული მოსამართლეების აცილება მოითხოვა. შუამდგომლობებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ.
სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. საქმე ეხება პარტიებს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.