მძიმე ინფორმაცია პარიზიდან - ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია დასჭირდება

ხვიჩა კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სამწუხაროდ, მედიაში გაკეთებული წინასწარი პროგნოზი გამართლდა და ქართველმა ფეხბურთელმა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

„ბარსელონასთან“ გუშინდელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. უახლოეს დღეებში მას ოპერაცია ჩაუტარდება“, - წერს კლუბი.

რაც შეეხება კიდევ ორ ტრავმირებულს - უსმან დემბელესა და მარკინიოსს, ისინი გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან.

✕