საფრანგეთში საქართველოს ელჩის გადადგომას გია ვოლსკი ეხმიანება

გია ვოლსკი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურებიან.

როგორც მმართველი პარტიის დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, ელჩი "არაკომპეტენტურია". მისი თქმით, ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანამდებობაზე სწორედ, პრეზიდენტის რეკომენდაციის საფუძველზე დანიშნა.

"არავითარი საფუძველი საგარეო საქმეთა სამინისტროს, რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს ელჩზე, არ გააჩნია. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არაკომპეტენტურია და მოიყვანა გარედან სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციის საფუძველზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ", - ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა.