"ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მებრძოლი და საბრძოლო ჯგუფის დამფუძნებელი "მამაა" - ვინ არის უკრაინაში დაშავებული ქართველი

burduli

ქართველი მებრძოლი, რატი ბურდული, სამხედრო დაჯგუფება Marksman-დან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაშავდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

"რატი ბურდული, მეტსახელად „ვიკინგი“ ან „მარტოხელა“, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მებრძოლია და Marksman-ის საბრძოლო ჯგუფის დამფუძნებელი "მამაა". საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დამთავრების შემდეგ, ბურდული ორი წელი იბრძოდა ავღანეთში”,- ნათქვამია განცხადებაში.

მათი ცნობით, ბრძოლის დროს, რატი ბურდულმა დაზიანებები თავის, თვალის, ზედა და ქვედა კიდურების არეში მიიღო. გარდა ამისა,  Marksman-ში აცხადებენ, რომ მიღებული დაზიანებების მიუხედავად, მებრძოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"აღმოსავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი ოპერაციის მიმდინარეობისას "ოდინიჩმა" მიიღო სხეულის დაზიანება თავის, ფეხის, ხელისა და თვალის არეში. დაზიანებები არაა მძიმე და არ წარმოადგენს საშიშროებას სიცოცხლისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, დასჭირდება ხანგრძლივი პერიოდი რეაბილიტაციისთვის.

ოპერაციას შეეწირა რამდენიმე რუსი, სხვა დეტალებს OPSEC-დან გამომდინარე ვერ დავწერთ”,- ნათქვამია მათ განცხადებაში.