ევროპა გვერდში დაუდგება უკრაინას იქამდე, სანამ საჭირო იქნება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ursula fon der laini

"ევროპა გვერდში დაუდგება უკრაინას იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ არ გაიმარჯვებთ", - ასე მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის რადას. 

"თქვენი მამაცი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე იღებენ მსხვერპლს უკრაინის, მისი ხალხის დასაცავად და ხაზების მიღმა უამრავი სხვა უკრაინელი მუშაობს ამ ეროვნული მცდელობის მხარდასაჭერად, ისინი ყველანი იმედოვნებენ ქვეყნის ნათელ მომავალს.

წინ გრძელი გზაა, მაგრამ ევროპა თქვენს გვერდით იქნება ყოველ ნაბიჯზე, რამდენიც საჭირო იქნება. ომის ამ ბნელი დღეებიდან იმ მომენტამდე, როცა გადაკვეთთ კარს, რომელიც მიდის ევროკავშირში", - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.