პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი ომბუდსმენი დანიშნა, შესაბამისი თანამდებობა დიმიტრი ლუბინეცმა დაიკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ახალ ომბუსდმენს რადაში 250 მომხრემ დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, 31 მაისს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ლუდმილა დენისოვას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ლუბინეცი არის "პარტია მომავლისთვის" ჯგუფის წევრი და არის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა, დეოკუპაციისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებსა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
ის პარლამენტში 2019 წელს აირჩიეს, როგორც უპარტიო თვითდასახელებული კანდიდატი N60 ოლქში (დონეცკის ოლქი).