საარჩევნო სარჩელების განხილვა - საქალაქო სასამართლოში სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“ წევრი ლონდა თოლორაია იმყოფება

ლონდა თოლორაია

საარჩევნო დღეს შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე, არასამთავრობო სექტორს გამოკითხავენ. დილიდან, საქალაქო სასამართლოში იმყოფება სადამკვირვებლო კოალიცია "ჩემი ხმას" წევრი ლონდა თოლორაია.

თოლორაიამ უარი განაცხადა პროკურატურაში მისვლაზე და დღეს ის მტკიცებულებებს მაგისტრ მოსამართლეს წარუდგენს. გამოკითხვა, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, ერთი საათია მიმდინარეობს.

პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული ოპოზიციის წევრებიც. საგამოძიებო უწყებამ მამუკა ხაზარაძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც დაიბარა, თუმცა ისინი გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ.

პროკურატურაში დაბარებული იყო პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილიც, რომელიც დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება სამ უწყებაში ერთდროულად მიმდინარეობს - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ჯამში, საუბარია სისხლის სამართლის 47 საქმეზე. გამოძიების ფარგლებში, პირველი, საგამოძიებო უწყებაში საქართველოს პრეზიდენტი დაიბარეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი უწყებაში ამ დრომდე არ მისულა.