საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

რიჟვაძე

"ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატი ცოტნე ანანიძე წარუდგინა.

შეხვედრის ფარგლებში ქობულეთში მიმდინარე პროექტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას "ქართული ოცნების” დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.