შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობით - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და მისი მეუღლე შოკირებული იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მეორეჯერ განხორციელებული მკვლელობის მცდელობით.

„ჩვენ ვუგზავნით საუკეთესო სურვილებს დონალდსა და მელანიას და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ ასეთი სასიკვდილო თავდასხმები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე აღიკვეთოს“, – ნათქვამია განცხადებაში.