ოპოზიციურ პარტიას თვითონ არაფერი აქვს დღის წესრიგში ხალხს რომ შეჰპირდეს და ევროკავშირის შვიდი წლის შემდეგ დაფინანსებით გასცემს დაპირებას - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 14 მილიარდის დაპირება, წინასაარჩევნო ხრიკია.

მაჭარაშვილი ოპონენტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

"14 მილიარდი არის მითი იმიტომ, რომ არსად ეს არ წერია და რაც წერია მხოლოდ ის არის, რომ შვიდი წლის მანძილზე ყველა კანდიდატ ქვეყანას გადაუნაწილებენ ამ 14 მილიარდს. პროპორციულად კარგად წარმოგვიდგენია ჩვენისთანა პატარა ქვეყანას რა შეიძლება შეხვდეს.

ოპოზიციურ პარტიას თვითონ არაფერი აქვს დღის წესრიგში ხალხს რომ შეჰპირდეს და ევროკავშირის შვიდი წლის შემდეგ დაფინანსებით გასცემს დაპირებას, ამით ჩანს რისი მაქნისები არიან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ საქართველოსთვის 14 მილიონი გაყინულია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.