1728499899
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ფარული ჩანაწერები დაგმო
მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას სავარაუდო ჩანაწერის გამოქვეყნებს გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააცნო.
„არ იცოდა, მე მოვუყევი. გაუკვირდა, აღშფოთდა და თქვა: „რა დროს ჩანაწერებია. ამის დრო ახლა არ არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის პერიოდი, როცა ეს სისულელეები ხდება“. მოკლედ, დაგმო. ძალიან აღშფოთდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თქვა რომ ეს ყველაფერი სისულელეა, ამის დრო არ არის და ყველამ ამას დაანებოს თავი და ეს სიბინძურეები უნდა დამთავრდეს“, - აცხადებს სააკაშვილი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე უცენზურო სიტყვებით საუბრობს. გამოქვეყნებულ ვიდეოზე მითითებულია, რომ საუბარი ჩაწერილია 2021 წლის არჩევნებამდე.