გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა
1727951190
პირველი, ძლიერი "იდეოლოგიური დესანტი" საქართველოში, 90-იანი წლების ბოლოს გადმოსხეს "სოროსის ფონდის" ხელშეწყობით, რომელსაც ახალი ფორმაციის "ოკეანედალეული" პოლიტიკოსები მოაყოლეს, სააკაშვილის თამადობით - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რევოლუციური მთავრობის მოსვლისთანავე ამუშავდა ნეო-ლიბერალური იდეოლოგიის მთავარი სტრატეგია-"განადგურდეს ყველა და ყველაფერი რაც მე არ მემსახურება!"
„ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა ზაზა შათირიშვილმა, თუ როგორი "უხილავი ხელით" იმართება გლობალური პოლიტიკური პროცესები ამერიკაში და მსოფლიოში.
წერილში ყურადღება ამერიკულ არაფორმალურ მმართველობასა და მის მიერ თავსმოხვეულ "ახალ მსოფლიო წესრიგად" შერაცხულ ნეო-ლიბერალურ იდეოლოგიაზეა გამახვილებული, რომლის დისტრიბუციასაც შტატები მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებენ.
საინტერესოა წერილში მოყვანილი ქართული შიდა-პოლიტიკური პროცესები და ზუსტად ამას მინდა გამოვეხმაურო;
პირველი, ძლიერი "იდეოლოგიური დესანტი" საქართველოში, 90-იანი წლების ბოლოს გადმოსხეს "სოროსის ფონდის" ხელშეწყობით, რომელსაც ახალი ფორმაციის "ოკეანედალეული" პოლიტიკოსები მოაყოლეს, სააკაშვილის თამადობით...
თავიდან, ეს საზოგადო ახალი აქტორები განსაკუთრებული იმიჯითა და "სუფთა" რეპუტაციით შეუდგნენ ადამიანის უფლებების დაცვას, სოც-სამართლიანობის დამკვიდრებასა და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესს, თუმცა სუფთა იმიჯი და ოცნება დემოკრატიულ წეს-წყობილებაზე 2003 წლის ე.წ. პროექტ "ვარდების რევოლუციის" დასრულებისთანავე გაქრა...
რევოლუციური მთავრობის მოსვლისთანავე ამუშავდა ნეო-ლიბერალური იდეოლოგიის მთავარი სტრატეგია-"განადგურდეს ყველა და ყველაფერი რაც მე არ მემსახურება!"
ანუ, საზოგადოების მოლოდინი ადამიანის უფლებებზე, სოციალურ სამართლიანობაზე, დემოკრატიასა და თანასწორობაზე ილუზორულ პერსპექტივად იქცა, უკანა პლანზე გადაინაცვლა და დაიწყო ახალი ფორმაციის ადამიანის, საზოგადოებისა და ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა-სადაც ეროვნული ინტერესები, მრავალსაუკუნოვანი ქართული ინსტიტუტები, რამაც ჩვენი 3000-წლიანი ეთნოსი გადაარჩინა რევიზიას დაექვემდებარა...
პირველი ფიზიკური და იდეოლოგიური შტურმი ეკლესიაზე მიიტანეს, როდესაც საქვეყნოდ დღისით მზისით, დაარბიეს მრევლი და ამას ტელევიზიით აჩვენებდნენ.
სწორედ ეს იყო სიგნალი იმისა, თუ როგორი მეთოდებით მოხდებოდა "ნეო-ლიბერალური" საზოგადოების შენება...
ამის შემდეგ დაიწყო რაღაც არნახული მასშტაბის, "იდეოლოგიური რეორგანიზაცია"-
სიტყვის თავისუფლების სახელით დაარბიეს ათობით მედია-საშუალება...
საზოგადოებრივი წესრიგის იდეით დახოცეს ასობით უდანაშაულო ადამიანი...
ეკონომიკური წარმატების სახელით ჩამოართვეს, ექსპროპრიაციას დაუქვემდებარეს ათასობით ბიზნესი და კერძო საკუთრება...
ჩარეცხილებად გამოაცხადეს სოზაგადო მოღვაწეები: პედაგოგები, სპორტის და ხელოვნების მუშაკები...
სამშობლო, ოჯახი, სარწმუნოება გამოაცხადეს მოძველებულ, დასაცინ მცნებებად...
2004-2012 წლებში ასეთმა აღვირახსნილმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო, თუმცა ბოლომდე ვერ, რადგან ქართველი ადამიანის რწმენამ, მტკიცე ხასიათმა, სამშობლოსადმი თავდადებამ გაარღვია ის "მოჯადოებული წრე" და 2012 წელს სიმსივნესავით მოიკვეთა ხელისუფლებიდან ეს "ნეო-ლიბერალური" დიქტატი...
სამწუხაროდ ყველა სიმსივნეს მეტასტაზური გამოვლინებები აქვს, რაც დროულ და აუცილებელ მკურნალობას საჭიროებს...
აქედან გამომდინარე, საქართველომ ეგზისტენციალურ საკითხად უნდა გაიხადოს, ნებისმიერ ფსევდო-იდეოლოგიასთან ბრძოლა და გააძლიეროს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, მრავალსაუკუნოვანი ქართული იდენტობის დაცვა-გაძლიერება!
P.S. ერთი დამატება:
-რატომაა ასე გამახვილებული ყურადღება, სააკაშვილის საკითხზე დასავლური ლობის მხრიდან?
-იმიტომ, რომ მიშას, როგორც "იდეოლოგიური დესანტის" პოლიტიკური მარცხი, ავტომატურად ქართული ნეო-ლიბერალიზმის განადგურებას წარმოადგენს!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.