ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიას რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, დღის წესრიგში ძირითად საკითხებად საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი იქნება. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
აღნიშნულ ფაქტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი გამოეხმაურნენ.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, უკვე მესამე წელია ნაცმოძრაობისა და გახარიას პარტიის წევრები, ქალაქის განვითარებას უშლიან ხელს, აფერხებენ მნიშვნელოვან საკითხებს და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებული.
,,რუსთავის ოპოზიციური საკრებულო დღემდე რასაც აკეთებს, ჩვენი ქალაქის ღალატია, ეს ადამიანები არ ერიდებიან კანონის და რეგლამენტის დარღვევას, თანამშრომლებზე ზეწოლას. ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა მიმართეს საკრებულოს, რომ რიგგარეშე სხდომაზე დადგეს როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეების იმპიჩმენტის საკითხი, რადგან დღეს პარტიების ,,ნაციონალურ მოძრაობისა“ და ,,საქართველოსთვის“ წევრებს აქვთ ყველა თანამდებობა გადანაწილებული. მესამე წელია ისინი მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებული. დიახ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციამ უნდა დატოვოს თანამდებობები, ამასთანავე ბოდიში უნდა მოუხადონ მოსახლეობას და იმ ამომრჩეველს, რომელმაც მანდატი ანდოთ, მათ კი ეს მანდატი, ქალაქის წინააღმდეგ გამოიყენეს- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წევრებმა უნდა მოიხსნან პასუხისმგებლობა და დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ.
„დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება.“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.