პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.
ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„საჭიროა აგრესორის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას - აუცილებელია უფრო ძლიერი მოწოდებები და მოქმედებები. რუსეთის აგრესიული ქმედებები გრძელდება. ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქალაქიდან.:
სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, უკრაინა მადლობელია საქართველოს ამ დახმარებისთვის. მადლობა ყველა რიგით მოქალაქეს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა ქალაქის მერსა და საპატრიარქოს, ასევე მადლობას ვუხდით იმ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებდნენ.
დღეის მდგომარეობით საქართველოდან უკრაინაში, თვითმფრინავით 580 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა, გარდა ამისა, დახმარება გაიგზავნა 22 სპეციალური ავტომობილითაც. ყველა ქართველ მოქალაქეს მადლობას ვუხდი, რომ დაგვაბინავეთ და უბრალოდ, სიტყვებით გაგვამხნევეთ. ეს არის ის, რაც გვარწმუნებს, რომ საქართველოს მეგობრობა ძალიან კარგად ესმის," - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.