ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაცია იგეგმება, ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა.
"მაქვს ინფორმაცია, საუბარია გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაჰბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს. ამის შემდეგ, რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ამავე დროს, გაანეიტრალოს ოპოზიციის საქმიანობა. ეს არის, რაც იგეგმება.
თქვენ იცით, რომ უკრაინას ელაპარაკებიან ახლა ნეიტრალიტეტზე, მაგრამ უკრაინის ნეიტრალიტეტი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. უკრაინის ნეიტრალიტეტი, ეს არის კარგად, მაგრად შეიარაღებული უკრაინა ამერიკით და უსაფრთხოების გარანტიებით. ჩვენი ნეიტრალიტეტი, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება. აი, ეს გეგმა მზადდება", - თქვა სააკაშვილმა.