პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველო ყველა კრიტერიუმით სწორედ იქ გახლავთ, სადაც დღეს მოლდოვა და უკრაინა არიან, – აცხადებს „იმედთან“ ინტერვიუში ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა.
„ჩემი აზრით, ევროპაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან, ფაქტობრივად, გააცალკევეს. საქართველო ყველა კრიტერიუმით სწორედ იქ გახლავთ, სადაც დღეს ეს ორი სახელმწიფოა. თუმცა ცხადია, ამ ყველაფერში პოლიტიკაა ჩართული. მაგალითად, საუბარი იყო, რომ უკრაინის დემოკრატიის ხარისხი რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიზარდა, რაც რეალურად არაფერ შუაშია უკრაინის დემოკრატიის შიდა ხარისხთან და ამის საქართველოსთან დაკავშირებაც არასწორი მგონია. თქვენ იცით, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ვიწრო წრეში ანალიტიკოსებისა, რომლებიც აშშ-ში ვამბობდით წინა ხელისუფლებას რამდენად სერიოზული ხარვეზები ჰქონდა. ამ შემთხვევაშიც, ხარვეზებზე უფრო გავამახვილებ ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქმედებას მიზეზიც გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და თეთრი სახლის ადმინისტრაციის პროპაგანდა იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვა, კარგად ვიცი, თუ რამდენად რთული ბრძოლის შედეგი იყო ეს გამარჯვება. მაშინ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვუთხარი, არჩევნების გზით თქვენ დემოკრატია საქართველოში დიდი დოზით შემოიტანეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს გახლავთ ის, რასაც ჩვეულებრივ ყველა პარტია ცდილობს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.
ჩვენ რთულ პოლიტიკას ვადევნებთ თვალს აშშ-შიც, ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, თაღლითობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს საკმაოდ მძიმე და ძლიერი საქმეა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, თუმცა მოსახლეობის 40% ამ პროცესს პარტიზანულ დემოკრატიას უწოდებს. როგორც წესი, ეს ასე ხდება, როცა კანონის უზენაესობის აღსრულება ეხება პოლიტიკოსს, ეს საკმაოდ მძიმე პროცესია. სწორედ მსგავსი შემთხვევები თავიდანვე პრობლემა გახლდათ „ქართული ოცნებისთვის“, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ბევრი კრიმინალი იყო. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეს შეკითხვა დელიკატურად დავუსვი, მიპასუხეს, რომ სააკაშვილი გრძნობდა რევოლუციას. რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე ილუზია იყო“, – აცხადებს მიტჩელი.