დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
4 მაისის ღამის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია ვრცელდება კიევში, აფეთქებების შესახებ. როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
საჰაერო განგაში იყო ამოქმედებული ოდესის, ნიკოლაევის, პოლტავას, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპერტროვსკის ოლქებსა და ასევე, ყირიმსა და ლუგანსკში.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ღამით ოდესაში 15 „შაჰიდის“ კამიკაძე დრონი გაუშვეს.
„დრონები ოდესის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელს მოხვდა. ხანძრის ლიკვიდირება სწრაფად მოხერხდა, ხალხი არ დაშავებულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინული მხარის განცხადებით, თავდაცვას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა და ოდესაში გაშვებულ „კამიკაძე“ დრონებზე ეწერა: „კრემლისთვის“, „მოსკოვისთვის“.
3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, კიევის მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა და არა კრემლზე თავდასხმაა.